როდის არის გვიანი მედიკამენტოზური აბორტის შესაჩერებლად?

სასურველია პროგესტერონის მიღება აბორტის გამომწვევი პირველი აბის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. მაგრამ ორსული ქალის ინდივილური თვისებების და აგრეთვე მიფეპრისტონის (განსაკუთრებით ჩინური და რუსული წარმოების) ცუდი ხარისხის გათვალისწინებით, არსებობს მედიკამენტური აბორტის სამი დღის განმავლობაში შეჩერების შემთხვევები.

და რაც მთავარია, მეორე აბის, მიზოპროსტოლის მიღება დაუშვებელია.

გინეკოლოგიურ კლინიკაში მითხრეს, რომ მე ვალდებული ვარ მივიღო მეორე აბი, ეს მართალია?

არა. კანონის თანახმად პაციენტს აბორტზე უარის თქმის უფლება აქვს ნებისმიერ დროს.

მე თუ დამეწყო გამონადენი, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ძალიან გვიანი?

არა, საკმაოდ ბევრმა ქალმა გამონადენის დროსაც წარმატებით შეაჩერა მედაბორტი

მნიშვნელოვანია: თუ თქვენ ჯერ არ გაგივლიათ ულტრაბრეგითი გამოკვლევა, მიმართეთ ექიმს და გაიარეთ რაც შეიძლება მალე

მედაბორტის მეორე აბი მომცეს კლინიკაში, როგორ მოვიქცე?

მეორე აბი არის მიზოპროსტოლი და მისი მოქმედების მექანიზმია საშვილოსნოს შეკუმშვა გამოიწვიოს ნაყოფის გამოდევნის მიზნით. თუ გსურთ ბავშვის შენარჩუნება და მედაბორტის შეწყვეტა, არ მიიღოთ მეორე აბი!

სად შეიძლება პროგესტერონის ან უტროჟესტანის შეძენა? და საჭიროა თუ არა რეცეპტი?

პროგესტერონი და უტროჟესტანი იყიდება ნებისმიერ აფთიაქში

როგორ მოვიქცე თუ ჩემმა გინეკოლოგმა არ იცის მედიკამენტოზური აბორტის შეწყვეტის შესახებ?

გინეკოლოგების უმეტესმა ნაწილმა არ იცის ამ მეთოდის შესახებ. ამიტომ, თუ თქვენ მოითხოვთ მედაბორტის შეჩერებას პირველი აბის მიღების შემდგე, დიდი ალბათობით თქვენი ექიმი წინააღმდეგი იქნება და მეორე აბის (მიზოპროსტოლის) მიღებას გირჩევს. არ გაგიკვირთედ. თუმცა, თქვენ თავად შეგიძლიათ შეიძინოთ პროგესტერონი ან უტროჟესტანი.

მიყევით ინსტრუქციას საიტზე

რატომ გამოიყენება პროგესტერონი?

პროგესტერონი არის ქალის ბუნებრივი ჰორმონი, რომელიც აუცილებელია ორსულობის შესანარჩუნებლად. მიფეპრისტონი ბლოკავს პროგესტერონის მოქმედებას საშვილოსნოსა და პლაცენტაზე. პროგესტერონის დამატებითი დოზის მიღებით, ჩვენ მარტივად გადავლახავთ მიფეპრისტონის მიერ რეცეპტორების ბლოკირებას.

რა უნდა მოვიმოქმედო, თუ პროგესტერონის მიღების შემდეგ გამონადენი მაინც მაქვს?

ბევრ ქალს აქვს ეგ სიმპტომი და ის არ არის მკურნალობის ეფექტურობის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია პროგესტერონის ინექციების გაგრძელება ინსტრუქციის მიხედვით და აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია იმავენაირად, როგორც მუცლის მოშლის საფრთის შემთხვევაში.

როგორია მედაბორტის შეჩერების მეთოდის ეფექტურობა?

ამერიკულ კლინიკებში ექიმებმა მიაღწიეს 55%-ს მედაბორტის წარმატებით შეწყვეტის შემთხვევებს, რუსეთში ეს მაჩვენებელი 40%-ს შეადგენს.

შეიძლება თუ არა მედაბორტის მედიკამენტებმა ან პროგესტერონმა ბავშვში გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები?

არსებული მონაცემების, აგრეთვე მიფეპრისტონის გამოყენების ინსტრუქციის თანახმად, ის არ იწვევს არანაირ განვითარების დეფექტებს. ანუ, ეს მედიკამენტოზური აბორტის გამომწვევი წამალი არ იწვევს არანაირ ანომალიებს.

პროგესტერონი კი არის ქალის ჰორმონი, რომელიც 40 წელზე მეტია გამოიყენება მუცლის მოშლის საფრთხის სამკურნალოდ. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც პროგესტერონმა გამოიწვიოს თანდაყოლილი მანკები.


Яндекс.Метрика




როგორ მივიღე მიფეპრისტონი და გადავიფიქრე

Яндекс.Метрика